მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის Superbowl-ის შესვენების შოუზე Bad Bunny იმღერებს

Bad bunny

სამგზის "გრემის“ ჯილდოს მფლობელი Bad Bunny Superbowl LX-ის შესვენებაზე შოუს გამართავს.
Roc Nation-ის ხელმძღვანელმა ჯეი-ზიმ, რომლის კომპანიაც შოუს წარმოებაში მონაწილეობს, განაცხადა, რომ პუერტო-რიკოელი არტისტის საქმიანობა შთამაგონებელია და მისი მსოფლიო არენაზე ასპარეზობა ყველასთვის პატივი იქნება.

Bad Bunny-იმ, რომლის სრული სახელია ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო, იანვარში უახლესი ალბომი Debí Tirar Más Fotos გამოუშვა. ეს მისი მეექვსე სოლო-ალბომია მას შემდეგ, რაც პირველი ნამუშევარი 2018 წლის ბოლოს გამოსცა. ფართო აუდიტორიის წინაშე ერთ-ერთი პირველი გამოსვლა მას 2018 წელს ჰქონდა, როდესაც მონაწილეობდა Cardi B-ს ჰიტში "I Like It“. ამ ზაფხულს ის ასევე მთავარ როლში გამოჩნდა ფილმში "Happy Gilmore 2“ ადამ სენდლერთან ერთად.

Bad Bunny აქტიურად არის ჩართული სპორტის სამყაროში. 2020 წელს ის უკვე გამოჩნდა Superbowl-ის შესვენებაზე, როგორც ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას შოუს ერთ-ერთი დამხმარე მონაწილე. მან დააარსა სპორტული მარკეტინგული სააგენტო Rimas Sports, რომელმაც ბეისბოლის ვარსკვლავები, მათ შორის რონალდ აკუნა უმცროსი და ფერნანდო ტატის უმცროსი, მიიზიდა. თუმცა სააგენტო სკანდალში გაეხვია და MLB Players Association-მა წესების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. 2021 წელს მუსიუკოსი პუერტო-რიკოული საკალათბურთო კლუბ Los Cangrejeros de Santurce-ს თანამესაკუთრედაც გამოცხადდა.

ამ წელს Bad Bunny-მ გამოაცხადა მეექვსე ტურნე, რომელიც 2025 წლის ბოლოს დაიწყება და ზაფხულამდე გაგრძელდება. მისი თქმით, ტურნე არ მოიცავს აშშ-ს, რადგან შიშობს, რომ აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა შესაძლოა რეიდები მოაწყოს საკონცერტო არენებზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Superbowl-ის შესვენებაზე რეპერმა კენდრიკ ლამარმა იმღერა და 133.5 მილიონი მაყურებელი მოიზიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები