მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლიდან კერძო სექტორისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმედდება - „სამრეწველო ემისიების" კანონპროექტი

63972c7c1813f
BM.GE
12.12.22 17:35
489
კანონპროექტის თანახმად, 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი ვალდებულებები კერძო სექტორისთვის, მსხვილი საწარმოების გადაიარაღებისა და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში. 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო წლებში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, ჩატარდება რამდენიმე საწარმოს შეფასება. საპილოტედ შერჩეულ საწარმოში დაინერგება საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

კანონპროექტის თანახმად, რეგულირების ქვეშ მოექცევა ყველა სამრეწველო საქმიანობა (200-მდე მსხვილი საწარმო), რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტი, 2026 წლიდან, ეტაპობრივად შევა ძალაში.

აღნიშნული კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ეფუძნება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივას.

„სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენცია, შემცირება და კონტროლი. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით ჩამოყალიბდება ახალი მექანიზმები, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ევროპულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში იქნება.

სახელმწიფო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის დაცვისთვის შემუშავებული პოლიტიკით განსაზღვრული გეგმის აღსრულებას, რაც, თავის მხრივ, თანხვედრაშია ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები