განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს - განახლებული პროექტით უწყების დაფინანსება დამატებით 73 მილიონი ლარით იზრდება.
მთავარი სიახლეები სკოლებსა და უნივერსიტეტებს ეხება: მომდევნო წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის სადამრიგებლო დანამატი ორმაგდება და 100-ის ნაცვლად 200 ლარი გახდება. გარდა ამისა, იზრდება მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები.
105 მილიონი ლარი გამოყოფილია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებას გულისხმობს.
ბიუჯეტის მატება ასევე შეეხო პროფესიულ, ინკლუზიურ განათლებასა და ახალგაზრდულ პროგრამებს. პროფესიულ განათლებაში სტუდენტების რაოდენობისა და სასწავლო მოდულების ზრდიდან გამომდინარე, 15 მილიონი ლარი ემატება. უმაღლეს განათლებაში დამატებულია 9 მილიონი ლარი. ინკლუზიაში კი გათვალისწინებულია 11 მილიონი ლარის დამატება.
როგორია მთავრობის პრიორიტეტები და რა სჭირდება სექტორს?
სტუმარი: სიმონ ჯანაშია - განათლების მკვლევარი;






























