მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2027 წელს, საბანკო მომსახურების ბევრ მიმართულებაში ციფრულ ტრანსფორმაციას დავინახავთ | არჩილ გაჩეჩილაძე

არჩილ გაჩეჩილაძე
სტატიაში საუბარია:

"საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მომხმარებლები 2027 წლიდან ბევრი მიმართულებით დაინახავენ საბანკო სერვისებში ციფრულ ტრანსფორმაციას. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს „თბილისის ფინანსური სამიტზე" განუცხადა.

როგორც არჩილ გაჩეჩილაძე აღნიშნავს, საქართველოს საბანკო სექტორში ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება.

"მსოფლიოში ფინანსური სექტორი არის ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ამ კუთხით საქართველო ნამდვილად არის გამორჩეული ადგილი, ვინაიდან ძალიან დინამიკური საბანკო სფერო გვაქვს, სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ამ კუთხით არის არა მარტო მსხვილი ბანკების შეთავაზებები, არამედ სხვადასხვა ფინტექის შეთავაზებებიც.

შესაბამისად, საქართველოში ასეთი ტიპის სამიტის გამართვა არის ძალიან კარგი და იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება და გააერთიანებს მთელი რეგიონის ცენტრალურ ბანკებს და სექტორის მოთამაშეებს, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ტექნოლოგიურ განვითარებას.

ძალიან საინტერესო არის, რომ AI კუთხით ფინანსური სექტორი ალბათ იქნება ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულად სწრაფად განვითარებადი და 2027-ში ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებაში დავინახავთ AI-ს გამოყენებას. ეს ძალიან რთულად რომ არ გავიგოთ, მთავარი არის, რომ მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს და კიდევ უფრო სწრაფი გახდეს ჩვენი მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა", - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები