მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2027 წლიდან “ოსკარებზე” კასკადიორებსაც დააჯილდოებენ

კასკადიორები

როგორც ჩანს, ჰოლივუდში კასკადიორების მნიშვნელობა დააფასეს, რადგან 2027 წლიდან, აშშ-ის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს — “ოსკარს” — კასკადიორებიც მიიღებენ.

როგორც კინოაკადემიაში ამბობენ, აკრობატული ტრიუკები კინემატოგრაფიის განუყოფელი ნაწილია, რისთვისაც, ამიერიდან, დუბლიორებიც დაჯილდოვდებიან. შერჩევის კრიტერიუმები კინოაკადემიას ჯერ არ დაუკონკრეტებია.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, აშშ-ის კინოაკადებიის წევრებს შორის ასზე მეტი კასკადიორი ირიცხება, მაგრამ, ისინი, უმეტესწილად, ჩრდილში რჩებიან. “ოსკარების” ისტორიაში კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდო მხოლოდ ორმა კასკადიორმა მიიღო, ისიც კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და არა კონკრეტული როლისთვის. ახალი ცვლილების შემდეგ, ჰოლივუდურ ფილმებში, სავარაუდოდ, უფრო მეტი აკრობატული ტრიუკი შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები