აკვაკულტურის სექტორს განვითარების 5 წლიანი სტრატეგია აქვს, რომელიც FAO-მ საერთაშორისო ექსპერტებთან, სამინისტროსთან და დარგობრივ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავა. აკვაკულტურის სფეროს განვითარების 5-წლიანი ხედვის დოკუმენტში გაწერილია, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სექტორი. რა გამოწვევები აქვს დღეს საქართველოში სათევზე მეურნეობებს და როგორ არის შესაძლებელი პროდუქტი, რომელიც ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ 15% იწარმოება, საქართველოსთვის ერთ-ერთ საექსპორტო საქონლად იქცეს.