მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2029 წლიდან ახალი შენობები თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების უნდა იყოს

5b33a9be7a5c5
დავით ჯალაღონია
27.06.18 19:30
1985
„შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონის პროექტი ახალი ცნების - „თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების“ დამკვიდრებას ითვალისწინებს.

„თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა - შენობა, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ენერგოეფექტიანობა, ენერგიის თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული განახლებადი ენერგიის წყაროებიდან“, - წერია კანონპროექტში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც კანონპროექტის ავტორია, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს, 2027 წლიდან კი ეს რეგულაცია საჯარო დაწესებულების შენობებზე გავრცელდება. უფრო კონკრეტულად, რა მოთხვონები უნდა გაითვალისწინოს ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მფლობელებმა, ეს კანონის მიღების შემდეგ, მთავრობის კანონქვემდებარე აქტებში იქნება გაწერილი.

„შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადა 2019 წლის 30 ივნისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები