მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2030 წლამდე არანაკლებ 5000 ჰექტარი ქარსაფარი უნდა გაშენდეს - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქარსაფარი ზოლები
31.12.25 13:25
202

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქარსაფარი სისტემების მოწყობის გრძელვადიან სახელმწიფო გეგმის მიხედვით, საქართველოში 2030 წლამდე არანაკლებ 5000 ჰექტარი ქარსაფარი უნდა გაშენდეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილის ლაშა დოლიძისა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტის ფარგლებში სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სამუშაოების გაცნობა და პროცესში მათი ჩართულობის შესაძლებლობების შეფასება იყო.

შეხვედრაზე განიხილეს ქართული სანერგეების პოტენციალი, თუ რამდენად მზად არის სექტორი, უზრუნველყოს პროექტი საჭირო რაოდენობის და ხარისხის სარგავი მასალით.

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაცია 2021 წელს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ინვენტარიზებულმა ქარსაფრებმა მოიცვა 12 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი, აქედან 6 ათას ჰექტრამდე ქარსაფარს მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. ინვენტარიზაცია და სტატუსის მინიჭება ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების დაწყების საფუძველია. 2026 წლის სამიზნე მაჩვენებელი არანაკლებ 150 ჰექტარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები