მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

21-22 მარტს რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი ტრანსპორტი დაინიშნება და იქნება უფასო

მარშუტკები

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რომლებიც მგზავრებს ასევე უსასყიდლოდ მოემსახურება.

„ასევე, საქართველოს რკინიგზა ამავე რიცხვებში უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ გავუადვილოთ ჩვენს მოქალაქეებს 21-22 მარტს, შაბათ-კვირას თბილისში ჩამოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები