მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„21 აგვისტოდან მესტიისა და ლენჯერის გარდა, სვანეთში შეზღუდვები მოიხსნება“ - მერია

5f3bd0a5e368d
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.20 17:04
1335
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია სვანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3509 PCR ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინე ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს, აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა.

მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული!

აქვე გაცნობებთ, რომ კორონავირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა, აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი, სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული. ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები