მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

21 აგვისტოდან ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

5b73d38a8a67a
თელარა გელანტია
15.08.18 11:08
706
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ.

ამის შესახებ კალაძემ მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაცია 200-ზე მეტმა ტაქსის მძღოლმა გაიარა.

„ამ მიმართულებით სიახლე გვაქვს - გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სახლთან და 21 აგვისტოდან მსურველებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კალაძემ და მოუწოდა მოქალაქეებს 1 ოქტომბრამდე გაიარონ რეგისტრაცია.

„როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ, იაქტიურეთ. როგორც იცით, ჩვენ ნებართვის აღების მარტივი ფორმა შევიმუშავეთ, რომლის მიღებაც სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი", - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები