საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" მესტიაში, ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსს 21 დეკემბერს ოფიციალურად გახსნის.
როგორც BMG-ს "მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან" აცნობეს, ხვალიდან, საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ -კვირას კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. შაბათ-კვირას კურორტზე შესაძლებელია ღამის სრიალი 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.
აღსანიშნავია, რომ ჰაწვალი იქნება პირველი სათხილამურო კომპლექსი, რომელიც 2019-20 წლის სათხილამურო სეზონს გახსნის. ასევე, სწორედ ჰაწვალი უმასპინძლებს საქართველოს თასის პირველ ეტაპს 27-28 დეკემბერს.