მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

21 დეკემბერს მერია რადიოქალაქის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

5c19f12bcd1e0
თელარა გელანტია
19.12.18 11:18
1160
თბილისის მერიას რადიოქალაქის პროექტი მზად აქვს.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის პრეზენტაცია პარასკევს, 21 დეკემბერს გაიმართება.

„რადიოქალაქის პრეზენტაციას გავმართავთ. ის იქნება მრავალფუნქციური, გასართობი საქალაქო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და ამ პროექტით ისარგებლებს არა მხოლოდ მუხიანის და გლდანის მოსახლეობა, არამედ მთელი თბილისი“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა რადიოქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები