09:45-12:00 საათზე, სტამბაში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი გამართავს საჯარო პრეზენტაცია „პოლარიზაცია ვნებს“, რომელზეც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი წარადგენს ახალი პროდუქტს – მედია (დე)პოლარიზაციის ინდექსი.
მის.: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N14
10:00 საათზე, წყლის მსოფლიო დღის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის წყლის რესურსების მართვისა და წყლის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი გაიმართება. შეხვედრა USAID-ის მიერ დაფინანსებული სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამის (SCRWM) ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან (EIEC) თანამშრომლობით ჩატარდება.
თემა: საქართველოში წყლის რესურსების მართვის ახლად მიღებული კანონის იმპლემენტაცია და მედიის როლი წყალმომხმარებელთა ქცევის ცვლილებაში.
მისამართი: სასტუმრო „რუმს ჰოტელი” (ქ.თბილისი, კოსტავას ქ.N14).
10:30 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
14:00 საათზე, პარლამენტში, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით გაიმართება დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.
14:00 საათზე, ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა უმასპინძლებს ღონისძიებას: ,,ეთიკური ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტანდარტები საჯარო სექტორში”შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნი ჯონ სანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე, ასევე, სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები საჯარო, კერძო, სამოქალაქო და განათლების სექტორებიდან.