მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

21 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
20.03.25 20:00
64

21 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • მონაცემები ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ (2024 წლის ივლისი-დეკემბერი);
  • მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2024 წლის IV კვარტალი, 2024 წლის წლიური, წინასწარი);

11:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანზებით, საბანკო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

11:00 საათზე, პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმის (ბესარიონ ხარძიანი) განხილვა.

12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2018 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“.

2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“.

3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“.

4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“

13:00 საათზე, ქართულ-ლატვიური ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმის დაფუძნების ღონისძიება და ქართულ-ლატვიური ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაციის წარდგენა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები