მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

21 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

24 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:

24 მარტს, 11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორის, ინგა ქარჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბოლო პერიოდის „ფიშინგის“ შემთხვევები და კიბერთაღლითების ახალი სქემები: რა ტიპის შეტყობინებებს იღებენ მომხმარებლები facebook-ზე, WhatsApp-ში, როგორ ამოვიცნოთ თაღლითები და როგორ დავიცვათ ფინანსები ინტერნეტსივრცეში“.

12:00 საათზე კულტურის კომიტეტის სხდომა

„მაუწყებლობის შესახებ“ , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების III მოსმენა;

13:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციასთან მაღაროელთა აქცია გაიმართება;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

13:30 საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

„წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები , „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში ცვლილება, „რეგულირების საფასურის შესახებ“კანონში ცვლილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება , „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონში ცვლილება;

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა;

საგადასახადო კოდექსში დამატებითი ცვლილებები.

16:00 საათზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილება;

სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წელს დაგეგმილი აქტივობების მოსმენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები