Goldman Sachs-მა, Bank of America-მ, Citi-მ, Deutsche Bank-მა და კიდევ 17-მა მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტმა დოლარზე მიბმული კრიპტოვალუტის გამოშვების გეგმა ოფიციალურად წარადგინა.
როგორც ირკვევა, 21 კომპანიისგან შემდგარი გაერთიანება ახალი საწარმოს დაფუძნებას მიმდინარე წელს გეგმავს, აქტივის გამოშვება კი 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. პარტნიორობა მიზნად მომავალში ევროზე და G7-ის სხვა ვალუტებზე მიბმული ტოკენების შექმნასაც ისახავს.
ცნობისთვის, დასახელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად 2025 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. იმ პერიოდში ინიციატივაში მხოლოდ 10 საბანკო ინსტიტუტი მონაწილეობდა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ბოლო თვეებში საბანკო სექტორში კონკურენცია აქტიურ ფაზაში შევიდა. ახალი ჯგუფი კონკურენციას გაუწევს 37 ფინანსური ინსტიტუტისგან შემდგარ მეტოქე გაერთიანებას, რომელმაც კომპანია Qivalis-ი შექმნა და ევროს სტეიბლკოინის გამოშვებას მიმდინარე წელს გეგმავს. საყურადღებოა, რომ ესპანური ბანკი BBVA ერთდროულად ორივე პროექტში მონაწილეობს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრადიციული საფინანსო სისტემის მხრიდან ბლოკჩეინით დაინტერესების ზრდა კრიპტობაზრის აღდგენამ და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერამ განაპირობა. ტრამპის ოჯახის ბიზნესმა, World Liberty Financial-მა, საკუთარი სტეიბლკოინი უკვე გამოუშვა.




























