მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა

დღეს მსოფლიო ტელევიზიის დღეა. 1998 წელს გაერომ თავის წევრ ქვეყნებს ტელევიზიის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა. ტელევიზიის დღედ კი აირჩიეს 21 ნოემბერი, რომელიც ტელევიზიის პირველი მსოფლიო ფორუმის ჩატარების თარიღია. სწორედ ამ ფორუმზე შესთავაზეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებს, უფრო თავისუფლად გაცვალონ პროგრამები - განსაკუთრებით გადაცემები განათლების, კულტურის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებზე.

2002 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ტელევიზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ტელევიზია არ უნდა გახდეს შეუწყნარებლობის, სტერეოტიპების, არაადამიანური მასალის გავრცელების საშუალება...”

ქართული ტელევიზიის ისტორია 1956 წლიდან იწყება, როცა მთაწმინდის ზედა პლატოზე 185 მ. სიმაღლის სატელევიზიო ანძა დამონტაჟდა და იქვე აშენდა სასტუდიო - სააპარატო ბლოკი 50 კვ.მ ფართობის სტუდიით, ერთი სასტუდიო და ორი კინოარხით. პირველი გადაცემა ეთერში 1956 წლის 30 დეკემბერს, 20:00 საათზე გავიდა. როგორ ტრანსფორმირდა საქართველოში ცისფერი ეკრანიდან მოყოლილი ამბები ბოლო 68 წლის განმავლობაში და როგორია ზოგადი მედია ფონი ქვეყანაში?

სტუმარი: ლია ჩახუნაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები