21 თებერვლის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: კომიტეტი იმსჯელებს, სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა. მომხსენებელი: სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - გიორგი ჭიჭინაძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
14:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.

























