მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 ივლისს ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება - დაგეგმილია კლდის ჩამონგრევა

5f15eaed5d379
BM.GE
20.07.20 23:04
949
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, დაგეგმილია კლდის ფერდის ჩამონგრევა (აფეთქება მცირე მუხტებით).

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2020 წლის 22 ივლისს, 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად (დამოკიდებულია ჩამონაშალი მასის მოცულობაზე), საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები