მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 ივლისს, ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა დღე გაიმართება - FAO

თხილის მწარმოებელთა დღე

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობის ინფორმაციით, 22 ივლისს, ზუგდიდში, აგრიჯორჯიას (ფერეროს თხილის კომპანია) საწარმოში თხილის მწარმოებელთა დღე გაიმართება.

ორგანიზაციის ცნობით, დასწრება უფასოა, თუმცა საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

"თხილის მწარმოებლებო, ძალიან მალე, ველით თქვენთან შეხვედრას!

ერთ სივრცეში დაგხვდებათ - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აგროქიმიკატები და მოსავლის ამღები დანადგარები, თხილის მცირე თუ დიდი ბაღებისთვის.

გაეცანით შესაძლებლობებს, დაუკავშირდით მომწოდებლებს.

თხილის მწარმოებელთა დღე 2026-ს FAO და აგრიჯორჯია (ფერეროს თხილის კომპანია) ახორციელებენ, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV-ის ფარგლებში", - აღნიშნავენ FAO-ში.

როგორ შევამციროთ თხილის უეცარი ხმობის რისკი?|რა უნდა იცოდეს ფერმერმა?|რეკომენდაციები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები