მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 მაისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
21.05.25 20:00
56

22 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:

10:00 საათზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პატრონიანი ცხოველების კარდაკარ მონიტორინგი იწყება. რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე; რა ვალდებულებები ეკისრებათ ცხოველების მეპატრონეებს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე ბრალდებულ გიგი უგულავასა და კიდევ 7 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები