მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 ოქტომბრის ანონსი

bmg
21.10.24 20:00
93

საქსტატი:

არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი)

12:00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან მთავრობის, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

14:00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.

სამუშაოები მოიცავს ზღვის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ე.წ. ,,ტალღმტეხელის“ მოწყობას.

ღონისძიებაზე კომპანია „იან დე ნულსა”-სა და საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ასევე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკა გაიარონ (კადეტის პროგრამა) კომპანია „იან დე ნულის”-ის საკუთრებაში არსებულ გემზე, რომელიც იმუშავებს ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები