23-24 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ასოციაციის განმარტებით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის, მისულ სტუმრებს კი წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად ლიტერატურულ პროგრამაც დახვდებათ. გაიმართება ახალი გამოცემების პრეზენტაციები და დისკუსიები. ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას