SBC Summit Tbilisi ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და ქართული კომპანიის SMH-ის თანაორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიებას ათასზე მეტი დელეგატი რამდენიმე ქვეყნიდან დაესწრება და მათ შორის იქნებიან iGaming ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბაზრის სხვადასხვა ლიდერი კომპანებიდან.
სამიტის ძირითადი ნაწილი სასტუმრო ,,შერატონში’’ გაიმართება.
დელეგატების წინაშე წარდგება 40 სპიკერი, რომელთა შორისაც იქნებიან სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიების ტოპ მენეჯერები და სპორტსმენები. შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება მიიღოს ახალი ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ინოვაცია, აუთსორსინგი, ბიზნესის გაფართოება, სპორტი, განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, iGaming.
SBC არის ინდუსტრიაში წამყვანი ივენთების ორგანიზატორი კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორებიც არის: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტორონტო, ბარსელონა, ლისაბონი და მრავალი სხვა. SBC საოპერაციო არეალი ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით, ინოვაციებისათვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის.
SMH არის ქართული კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე iGaming-ისა და სპორტის მიმართულებით. ბრენდი 2017 წლიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სპორტული მედიის, სპორტული ფედერაციების, კლუბების და სპორტული სარეკლამო ინვენტარის მენეჯმენტში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს მსგავსი დონისა და სტანდარტების კონფერენციას.