„აფლელუს“ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ მზის სათვალეები, ოპტიკური ჩარჩოები, საკითხავი სათვალე, კონტაქტური ლინზები და სათვალის აქსესუარები, რაც მთავარია ყველაფერი უმაღლესი ხარისხით.
„ობიექტში შესვლისთანავე, მომხმარებელს ექმნება სრულყოფილი წარმოდგენა მაღაზიის სხვადასხვა კუთხის შესახებ: ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ოპტიკური ჩარჩოები, მზის სათვალეები და საკონტაქტო ლინზები. ჩვენს მიერ სპეციალურად გადამზადებული სტაფი იდეალურ გარემოს შეგიქმნით.
ამასთან, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს უმაღლესი ხარისხის, სრული ოპტიკური სერვისი, როგორც ოფთალმოლოგის, ასევე ხელოსნის მომსახურებით. აქ დაგხვდებათ ოპტიკური ჩარჩოების, სასათვალო და კონტაქტური ლინზების, აქსესუარების ფართო არჩევანი. რაც მთავარია, მსოფლიო წამყვანი ბრენდების მზის სათვალეების და ოპტიკური ჩარჩოების ფართო არჩევანი, როგორიცაა Tom Ford , Gucci , Montblanc , Mykita , Ray-ban , Persol , Komono და სხვა. ასევე მხოლოდ „აფლელუში“ ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენელი კრეატიული ამერიკული ბრენდი Moscot“, - ამბობენ კომპანიის მენეჯმენტში.
მათივე განმარტებით, „აფლელუს“ მთავარი მიზანია მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და სერვისები. აღსანიშნავია, რომ მეტი კომფორტისთვის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ოპტიკური ჩარჩო მისივე რეცეპტით მიიღოს უმოკლედ დროში, მოლიდან გაუსვლელად.
უპრეცედენტო შეთავაზება ერთი სათვალის შეძენის შემთხვევაში მეორე აფლელუს კოლექციიდან შეგიძლიათ მიიღოთ 1 ლარად . „Tchin Tchin ნიშნავს სათვალის დამატებით წყვილს 1 ლარად, Tchin Tchin ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ დიდი სარგებელი, იძლევა რამდენიმე წყვილი სათვალის შეძენის საშუალებას, Tchin Tchin ერგება ყველა საჭიროებას და ასრულებს ყველა სურვილს“, - ნათქვამია კომპანიის შეთავაზებაში.
„შეცვალეთ თქვენი სტილი და საქმიანობა სათვალის შეცვლის გარეშე! ეს შესაძლებელია MAGIC-თან ერთად! ულტრა მსუბუქი და მოდური მისი მაგნიტური კლიპების წყალობით, მარტივი მოძრაობით, ერგება ყველა თქვენს სურვილს! ხელმისაწვდომია მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვისაც, MAGIC ჩარჩოები წარმოდგენილია ლურჯი ნათების საწინააღმდეგო მოქმედების ლინზების (კორექციით ან მის გარეშე) ფართო ასორტიმენტით. მზის ან პოლარიზებული კლიპები, გრადირებული ან სარკისებრი მზისგან დამცავი ზედაპირები, ღამის ხედვის კლიპები ბლიკების საწინააღმდეგო ტექნოლოგიით, ღამით ოპტიმალური მართვისთვის სხვა ტიპის ტენდენციური კლიპები“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ „აფლელუში“ წარმოდგენილია ახალი კოლექცია ბავშვებისთვის - “REFORM”, რომელიც არის მოქნილი და ადაპტირდება პატარების ცხოვრების წესთან. ამასთან, მსუბუქი და გაუტეხელი სათვალის ძირითადი მახასიათებლებია: მოქნილი ხიდი, რომელიც იცვლის და ინარჩუნებს ფორმას რეგულირებადი სათვალის ყურები. კოლექცია შედგება 18 ვარიანტისგან, როლებიც განკუთვნილია ჩვილობიდან სკოლის ასაკამდე ბავშვებისთვის.
რაც შეეხება თავად „აფლელუს“, ის ფრანგული ბრენდია 42-წლიანი ისტორიით, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 1418 მაღაზიას აერთიანებს, ჰყავს მუდმივი 300 და ფილიალების 900 თანამშრომელი. ობიექტი, რომელიც ბრენდის ფლაგმანს წარმოადგენს, საფრანგეთში, ელისეს მიდვრებზე მდებარეობს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს Afflelou PARIS-მა დიზაინერული ლეიბლის შექმნა, ხოლო ბრენდის ამბასადორი შერონ სტოუნი გახდა.
(R)

























