მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 ივნისი - ტრანსპორტერის ლიგა - წრიული რბოლა II ეტაპი

23 ივნისი - ტრანსპორტერის ლიგა - წრიული რბოლა II ეტაპი
02.07.24 17:49
362

23 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის ორგანიზებითა და საქართველოს მოტო ფედერაციის ეგიდით, საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართა. რბოლელები, ამჯერად, წრიული რბოლაში ასპარეზობდნენ. პირველი ეტაპი 2 სპორტულ და ერთ სამოყვარულო კლასად იყო დაყოფილი. რბოლები გაიმართა 600cc-სა და 1000cc კლასებში, ხოლო მოყვარულებში ჩატარდა Time Attack, რომელშიც მრბოლელები ცდილობდნენ წრეზე რბოლისას დაეფიქსირებინათ დროის საუკეთესო შედეგი. რბოლაში ასევე ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბისა და საქართველოს ავტომობილისტთა კოლაბორაციით მონაწილეობას იღებდნენ ავტომობილებიც, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრნენ Time Attack-ში. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და უამრავი მოტო მოყვარულის ყურადღებაც მიიპყრო. რბოლა მასშტაბური დაჯილდოების ღონისძიებით დაგვირგვინდა, სადაც საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს, ღონისძიების სპონსორებისგან სხვადასხვა საინტერესო საჩუქარი გადაეცათ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები როგორც პროფესიონალთა, ისე მოყვარულების კლასში.

ღონისძიებას ასპონსორებდნენ კომპანიები:“ტრანსპორტერი“, „გალფი“, „აპარტ გრუპი“, „ლუტეცია“, „კოკა-კოლა“, „Red Bull“, „თოლია“, „მოტული“, „ჯიდი ალკო“, „შატო ყვარელი“, „სილქ ჰოსფითალითი“, „რედისონ ბლუ ივერია თბილისი“ და „ლოპოტა სპა რეზორტი“ .
მედია პარტნიორები: „რუსთავი 2“, “BMG“, “GOAL.Ge“, “SMH Sports“.

600cc კლასის გამარჯვებულები:
I ადგილი - გიორგი მიხანაშვილი
II ადგილი - ვლადიმირ ვართანოვი
III ადგილი - ერიკ ოგანესიანი

1000cc კლასის გამარჯვებულები:
I ადგილი - დავით როგანიშვილი
II ადგილი - ელიარ შიხიევი
III ადგილი - გიორგი ომიაძე

მოყვარულების კლასის გამარჯვებულები:
I ადგილი - გიორგი გახელაძე
II ადგილი - გიორგი ხვისტანი
III ადგილი - დავით ბაზიერაშვილი

14 ივლისს, წრიული რბოლის II ეტაპი გაიმართება, სადაც მრბოლელებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანონ საქართველოში მოტოსპორტის განვითარებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები