23 ივნისის ღონისძიებების ანონსი ანონსი შემდეგია:
13:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (303/2-XIმპ; 06.05.2026) III მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (323/2-XIმპ; 20.05.2026) III მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის, აკაკი ალადაშვილის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (316/3-XIმპ; 13.05.2026) III მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - აკაკი ალადაშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის, აკაკი ალადაშვილის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (317/3-XIმპ; 13.05.2026) III მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - აკაკი ალადაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (333/2-XIმპ; 03.06.2026) I მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე.
11:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: განსახილველი საკითხი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი ხელაძის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი ბარვენაშვილის და ზურაბ რურუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (352/3-XIმპ; 17.06.2026) (I მოსმენა, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე.
11:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, მაია ბითაძის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ილია ინჯიას, თორნიკე ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი ჭყონიას, გიორგი ხახუბიას, დავით დოლიძისა და ვარლამ ლიპარტელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - დაჩქარებული წესით I მოსმენა (345/3-XIმპ, 16.06.2026);
მომხსენებელი: შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
11:55 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.


























