მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

235 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი - 15 აპრილის Covid-სტატისტიკა

625917ccdd04a
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.22 10:56
1180
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 318 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 961 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 652 707-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.16%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.34%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 496 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 633 338-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარაში - 9, იმერეთში - 16, ქვემო ქართლში -12, შიდა ქართლში - 11, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 21, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში -4, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 555 საიდანაც, 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 15, იმერეთში - 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 11, იმერეთში - 7. 2 206 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები