მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24-25 ივნისს SBC Summit Tbilisi 2024 ჩატარდება

SMH
05.03.24 09:31
304

24-25 ივნისს iGaming კონფერენცია — SBC Summit Tbilisi ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანიის, SMH Global-ის თანაორგანიზებით სასტუმრო ,,შერატონში’’ გაიმართება.

კონფერენცია მეტად შეეხება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზრებს და გააერთიანებს მათ უნიკალურ ელემენტებს.

კონფერენციას 2’000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის იქნებიან iGaming ინდუსტრიის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ბაზრის სხვადასხვა ლიდერი კომპანიებიდან. დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ახალი ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ინოვაცია, აუთსორსინგი, ბიზნესის გაფართოება, სპორტი, განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები და iGaming.

კომპანიებს შორის შეთნხმების საფუძველზე, 2021 წელს კიევში ჩატარებული და 2023 წლის ოქტომბერში თბილისში წარმატებით გამართული კონფერენციების შემდეგ, SBC კვლავ აგრძელებს SMH Global-თან თანამშრომლობას SBC Summit Tbilisi-ს ორგანიზების მიზნით, მინიმუმ შემდეგი ხუთი წლის მანძილზე.

SMH-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი აღნიშნავს: ,,მოხარული ვარ, რომ SBC Summit Tbilisi ჩემს სამშობლოში, საქართველოში ბრუნდება. გასული წლის ღონისძიებამ დაამტკიცა, რომ ის ძალისხმევა, რომელიც ორგანიზებაში იხარჯება უდავოდ ღირებულია. ამგვარი შესაძლებლობის შეთავაზება აუცილებელია მათთვის, ვინც დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებით. ასე რომ, თუ აქამდე მსგავსი კონფერენცია თქვენს მხედველობაში არ იყო, შესანიშნავი დროა დავიწყოთ განხილვა…’’

SBC-ის დირექტორმა, ენდრიუ მაკკარონმა აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: ,,მომწოდებლებსა და დამწყებ კომპანიებს, რომელთაც სურთ რეგიონში თავის დამკვიდრება, უბრალოდ უნდა დაესწრონ SBC Summit Tbilisi-ს. ამგვარი ბაზრების აყვავება რთულია სიღრმისეული ცოდნის გარეშე და სწორედ ამიტომ SBC-ისა და SMH-ის პარტნიორობა უზრუნველყოფს ეფექტურ პლატფორმას.’’

ამ დინამიკურ რეგიონებზე ორიენტირებული კონფერენცია გვპირდება ბაზრების სიღრმისეულ შესწავლას, მათ შორის საქართველოს, რუმინეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ყაზახეთისა და სლოვენიის ბაზრების ჩათვლით. სამიტი ფოკუსირებული იქნება ტენდენციებზე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ახალ მარეგულირებელ ლანდშაფტზე, ინოვაციების გავლენაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, eSports-სა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

გასულ წელს, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართულმა, ასევე ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერებმა: Adjarabet, Betlive, Crocobet, Europebet, Leaderbet, LVBet, Superbet, TotoGaming, Vbet, BetConstruct და მრავალი სხვა.

გასულ წელს ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით არაერთი აზრი გაჟღერდა:

ტერეზა ტოკმაჯიანი, TotoGaming-ის CMO: "ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა რეგიონის ოპერატორებისთვის და სერვისის პროვაიდერებისთვის".

დიმიტრი სტაროსტენკოვი, EvenBet Gaming-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ძალიან აქტიური და წარმომადგენლობითი აუდიტორიით, გამორჩეული თემებითა და მომხსენებლებით სამიტს უმასპინძლა საქართველომ.’’

ვახტანგ მდივანი, CPO-მ და Promofy-ის თანადამფუძნებელი: „ასეთი მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში პირველად ჩატარდა და მართლაც გასაოცარი იყო“.

წლევანდელი საგამოფენო მოედანი გაცილებით დიდი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 60-ზე მეტი კომპანია და სპონსორი, რაც ფაქტობრივად გააორმაგებს წინა წლის მონაცემებს.

მზარდი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, წლევანდელი ღონისძიება გააფართოებს თავის დღის წესრიგს, რომელიც დაიწყება ნახევარდღიანი კონფერენციით გახსნის დღეს (25 ივნისი) და მთლიანად დაეთმობა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს. აღნიშნული რეგიონიდან უმაღლესი რანგის დელეგატები მოაწყობენ საპანელო დისკუსიას და სიტყვით წარდგებიან.

პირველ დღეს გაიმართება პოკერის ტურნირი, რომლის შემდეგაც, სტუმრები გადაინაცვლებენ Setanta Sports-ის მიერ დაფინანსებულ, ოფიციალური გახსნის წვეულებას, რომელიც გაიმართება სასტუმრო ‘’Stamba-ში’’.

26 ივნისს, რესტორან რესპუბლიკაში გაიმართება VIP ვახშამი ექსკლუზიურად C დონის აღმასრულებლებისთვის, შემდეგ კი დახურვის წვეულება რესპუბლიკის ივენთ ჰოლში.

მრავალრიცხოვან და მაღალი რანგის უცხოელი დელეგატების დასწრებიდან გამომდინარე, აღნიშნული კონფერენცია წადმოაგდენს გამორჩეულ შესაძლებლობას ქართული კომპანიებისთვის, მათი პროდუქტების თუ სერვისების საზღვრებს გარეთ გასატანად და საქმიანობის გლობალურ დონეზე გასაშლელად (ან რამე მსგავსი სიტყვა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები