ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოს ეწვევა. ევროსაბჭოს განცხადებით, ვიზიტის მიზანია შეაფასოს მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ასევე ყურადღება გამახვილდება 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე.
ვიზიტისას შეხვედრა გაიმართება ცესკოს თავმჯდომარესთან, ომბუდსმენის პირველ მოადგილესთან და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან. ამას გარდა, დელეგაციის წევრები შეხვდებიან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ევროსაბჭოს განცხადებით, ეს ვიზიტი არ უნდა იქნეს განხილული როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა შეხვედრებზე მყოფი თანამოსაუბრეების ლეგიტიმურობის ან შეხედულებების.




























