მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 აპრილის ანონსი

ანონსი
23.04.24 20:00
54

11:00 საათზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა. ადგილი: ოზურგეთის დრამატული თეატრი, (მისამართი: ჭავჭავაძის 1)

12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართება ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების 2006-2023 წლების საერთო სტატისტიკის პრეზენტაცია. ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური ასოციაციის ინიციატივით, თიბისი კაპიტალი მეოთხე წელია ამზადებს ანგარიშს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავს სტატისტიკას და ფაქტებს ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის სფეროებში; ასევე, ავლენს სტრატეგიულ მიმართულებებს და შესაძლებელს ხდის ქვეყნებს შორის სამომავლო საქმიანობის ეფექტურად განსაზღვრას, დაგეგმვასა და მართვას. 2023 წლის ანგარიშის მომზადების გენერალური სპონსორები არიან სს "ხალიკ ბანკი საქართველო" და შპს "კაპიტოლ მენეჯმენტი".

13:00 საათზე, სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.



15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.