მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 ივნისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

24 ივნისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, მრეწველობის პროდუქციის ინდექსს (2026 წლის I კვარტალი).

09:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ (1-4416/26; 14.05.2026); მომხსენებელი: საქართველოს გენერალური პროკურორი - გიორგი გვარაკიძე.

10:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (333/2-XIმპ; 03.06.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე;

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (346/3-XIმპ; 16.06.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - თორნიკე ჭეიშვილი;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კირცხალიას, არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (354/3-XIმპ; 17.06.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ გორდულაძე.

10:45 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (342/2-XIმპ, 10.06.2026) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (336/2-XIმპ, 03.06.2026) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან მაჭავარიანის, ირაკლი ხელაძის, დავით კაჭარავას, აკაკი ალადაშვილის, გიორგი ვოლსკისა და ზურაბ რურუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (347/3-XIმპ, 17.06.2026) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ლევან მაჭავარიანი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი;

4. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (350/3-XIმპ, 17.06.2026) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შოთა ბერეკაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი;

5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ზაურ დარგალისა და ვარლამ ლიპარტელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (351/3-XIმპ, 17.06.2026) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე; პასუხისმგებელი: გ. სირაძე, გ. ესაკია.

11:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: განსახილველი საკითხი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი ხელაძის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი ბარვენაშვილის და ზურაბ რურუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (352/3-XIმპ; 17.06.2026) (II მოსმენა, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე.

11:20 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, მაია ბითაძის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ილია ინჯიას, თორნიკე ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი ჭყონიას, გიორგი ხახუბიას, დავით დოლიძისა და ვარლამ ლიპარტელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; დაჩქარებული წესით II მოსმენა (345/3-XIმპ, 16.06.2026); მომხსენებელი: შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

11:55 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები