მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

24 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის რეისი გაუქმებულია - “ჯორჯიან ეარვეისი”

ფრენები

ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, “ჯორჯიან ეარვეისი” 24 ივნისს, თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილ რეისს აუქმებს.

კომპანიის განცხადებით, მგზავრებს სთავაზობენ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.

"მგზავრთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 24 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია. მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას. “ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს",- აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები