მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

24 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
23.03.26 20:00
73

24 მარტის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.

13:00 საათზე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების შესახებ; მომხსენებელი: გიგლა თამაზაშვილი - შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი; 2. ინფორმაცია: „დრენაჟი - პროგრესი, მიგნებები და პერსპექტივები“; მომხსენებელი: ავთანდილ ცხვიტავა - პროექტების მთავარი ოფიცერი, აზიის განვითარების ბანკი.

15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები