მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

24-საათიანი მუშაობაა საჭირო, რომ ხალხი სამშვიდობოზე გავიყვანოთ - ღარიბაშვილი

61bd8a509b3aa
ინგა მურუსიძე
18.12.21 11:13
642
"24 საათიანი მუშაობაა საჭირო, რომ ხალხი სამშვიდობოზე გავიყვანოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია.

„დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ხალხის ინტერესებს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ეროვნულ ინტერესებს და ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება.

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია და ზუსტად იცის რა გამოწვევების წინაშეა საზოგადოება. 24-საათიანი მუშაობაა საჭირო, რომ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ და ხალხი სამშვიდობოზე გავიყვანოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები