მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

24 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
23.09.25 20:00
68

24 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე უფლებადამცველებთან ერთად ლევან ხაბეიშვილის საქმეზე ბრიფინგს გამართავს.

14:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი, განსახილველი საკითხი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/57; 04.06.2025) (სავალდებულო); მომხსენებელი: ნინო ენუქიძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

21:00 საათზე, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წინ გაიმართება თავისუფლების ინსტიტუტის ფილმის ჩვენება - “ბოლომდე! საქართველოს გადასარჩენად”. პროექტი არის მცდელობა შეფასდეს, სად ვართ ახლა და რას ნიშნავს ბრძოლა ბოლომდე. 23 სექტემბერს სამოქალაქო პროტესტს 300 დღე უსრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები