მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

25 იანვარს მებაჟეების პროფესიული დღე აღინიშნა

no photo
ლევან თაღიაშვილი
26.01.19 10:00
748
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 182 საბაჟო ადმინსიტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა, რომელმაც საქართველოს საბაჟოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და უწყების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, ასევე დაჯილდოვდნენ გამორჩეული მებაჟეები.

სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 18 თანამშრომელს.

"ყველა ჩემს კოლეგას ვულოცავ მებაჟეების პროფესიულ დღეს, ძალიან მიხარია, რომ დაფასდა ჩემი შრომა და დავჯილდოვდი. ჩემს თანამშრომლებს ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში. საქართველოს საბაჟოს მუშაობა ეკონომიკის გამართულობისთვის და საზღვრის დაცულობისთვის აუციებელია“ - განაცხადა მთავარმა მებაჟე-ოფიცერმა ნატო კელენჯერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები