მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

25 ივნისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
24.06.25 20:00
61

25 ივნისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

10:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გურამ მაჭარაშვილისა და აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს: საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის წინასწარი შედეგები.

11:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ანა მარია შიკოს მოსმენა თემაზე: „საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობები და უნგრეთის საგარეო პოლიტიკა“.

11:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, პაატა კვიჟინაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ლევან მაჭავარიანის, ირაკლი ხელაძის, ბეჟან წაქაძის, დათო კოდუას, ზაზა ლომინაძის, შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, ვლადიმერ კახაძის, ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ალადაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, თორნიკე ბერეკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2020 წლის 31 ივლისის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება.

11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, იოსებ ჯორბენაძის, აკაკი ალადაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტების (07-3/65; 28.05.2025) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

14:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციის მოსმენა, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ; მომხსენებელი: საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - კახა ხანდოლიშვილი; 2. კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანა; მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები