25 მაისი ფარისებრი ჯირკვლის მსოფლიო დღეა; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ენდოკრინულ დაავადებებს შორის მეორე ადგილზეა გავრცელების მიხედვით, შაქრიანი დიაბეტის შემდეგ. ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება საზოგადოებაში ჩიყვის სახელით არის ცნობილი. ფარისებრი ჯირკვლის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი კი დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. საქართველოსთვის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ისტორიულად ითვლებოდა სამხარეო პათოლოგიად. დღეს ვისაუბრებთ როგორია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გავრცელება საქართველოში, რა სიმპტომებით ვლინდება და რას გვთავაზობს კლინიკა ენმედიცი ამ მიმართულებით და რა შეთავაზება აქვს კონკრეტულად ამ დღესთან დაკავშირებით?
სტუმარი: თამარ კუპრეიშვილი - "ენმედიცის" ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი;