მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

25-მდე დამსაქმებელი დღეს თბილისში 2000-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას წარადგენს

5bbd9d026a3a2
BM.GE
10.10.18 10:31
1958
25-მდე დამსაქმებელი დღეს თბილისში 2000-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას წარადგენს-ამის შესახებ bmg-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათი თქმით, ვაკანსიების წარდგენა დასამქმების ფორუმის ფარგლებში მოხდება და მასში მონაწილეობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ. 

“დასაქმების ფორუმის შესახებ მოქალაქეები წინსწრებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეტაპრამენტის მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით იგებენ. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს”-აცხადებენ სამინისტროში.

ფორუმი დღეს 14:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები