მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 ნოემბერს „კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს“ რიგით მეცხრე ცერემონია გაიმართა

დღეს, როდესაც ბიზნესგარემო სულ უფრო მეტ გამოწვევას აწყდება, მდგრადობა, პასუხისმგებლიანი მართვა და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტაცია კომპანიებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთი კომპანიების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მიღწევების აღიარებას და მდგრადი განვითარების პრაქტიკის წახალისებას ემსახურება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებული კორპორაციული მდგრადობის ჯილდო. ჯილდო აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში მდგრადი განვითარების მიზნებს, მაღალ სტანდარტებსა და ევროპულ ღირებულებებს ამკვიდრებენ. ეს არის შესაძლებლობა, გამოვლინდეს საუკეთესო პრაქტიკა გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი და პარტნიორობის მიმართულებებით, გაიზიარონ წარმატებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ პასუხისმგებლიანი ბიზნესგარემოს განვითარებას საქართველოში. რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადობის პრინციპების ინტეგრირება ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში, რა კრიტერიუმებით ფასდება კომპანიების მიღწევები და რას გულისხმობს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები