მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

25 ნოემბერს თბილისში GREMO 2025 ჩატარდება / მთავარი თემა: უსაფრთხო უძრავი ქონება

უძრავი ქონების ინდუსტრიით დაინტერესებულებისთვის, შეგახსენებთ, რომ BMG-სა და გაყიდვების კომპანია Prospect-ის კოლაბორაციით, BMGTV-ის გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტის ქოლგის ქვეშ, უსაფრთხო უძრავი ქონება - ამ სახელწოდებით 2025 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში GREMO 2025 ჩატარდება. სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია უკვე მე-4 წელია თბილისსა და ბათუმში იმართება და GREMO 2025-ის მთავარი მხარდამჭერია სამშენებლო დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი.

ღონისძიება ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების მრავალმხრივ ასპექტებზე, რომლებიც მოიცავს როგორც ფიზიკურ და კონსტრუქციულ მდგრადობას, ასევე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს. აღნიშნული მიმართულებები კი ერთიანად უბნებისა და გარემო პირობების უსაფრთხო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას მიმდინარე წლის ტენდენციებზე კვლევის შედეგებს წარუდგენს თიბისი კაპიტალი. ასევე თემატური პრეზენტაციები ექნებათ კონფერენციაში მონაწილე კომპანიებსაც, რის შემდეგაც პანელური დისკუსია გაიმართება. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ტრადიციულად BMG-ის გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტი ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის სექტორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს დააჯილდოებს. მოინიშნეთ 25 ნოემბერი, საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული ღონისძიება შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები