მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 ოქტომბერს, საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია „ელექტრონული კომერციის დღე“ გაიმართება

USAID
BM. GE
13.10.23 19:15
89

იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ელექტრონული კომერციის დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ერთდღიანი საერთაშორისო მასშტაბის კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიება თბილისის “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 25 ოქტომბერ 10 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გაგრძელდება.   

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ელექტრონული კომერციის დღე მიზნად ისახავს ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანებას, რაც კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაა. საქართველოს ეწვევიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიებაზე ოფიციალური მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ როგორც ასოციაციის და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დონორი ორგანიზაციებისა და სამთავრობო ინსტიტუტების წევრებიც.

კონფერენციის ფარგლებში სპიკერები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განიხილავენ იქომერსის მომავალს, გამოწვევებს, ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდებს, მიწოდების ჯაჭვის მართვას / ლოგისტიკას და ციფრულ მარკეტინგს.

eCommerce Day 2023-ის მონაწილე კომპანიები და პარტნიორები არიან:

  • Amazon Pharmacy;
  • Aversi
  • Bank of Georgia Business
  • ge
  • CALEN AI
  • Evido x META
  • GITA
  • Glovo
  • ai
  • HT Solutions
  • ISAC
  • PAYZE
  • Phubber
  • ge
  • Qisabags
  • Retain
  • Tegeta Holding
  • TNET
  • Trendyol
  • UN Women Georgia
  • UniPAY
  • USAID
  • USAID Economic Security Program
  • Store
  • Viber
  • VISA
  • Wowchy

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები