"არემჯიმ" წლევანდელი სტიპენდიატები გამოავლინა. სტუდენტები კომპანიისგან ერთწლიან სტიპენდიას მიიღებენ. წელს არემჯის სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის 80-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტიპენდიის მოსაპოვებლად ორეტაპიანი ინდივიდუალური გასაუბრება სტუდენტებმა კომპანიის მენეჯერებთან გაიარეს. შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრება იყო, თუმცა არემჯის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვემო ქართლის რეგიონის სტუდენტების წახალისებას.
სტუმრები: გიორგი ჩხეიძე - "არემჯის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე HR საკითხებში;
ნათია მექუდიშვილი - მომავალი გეოლოგი, "არემჯის" 2023 წლის სტიპენდიატი;
ლაშა მამულაშვილი - მომავალი სამთოელი, "არემჯის" 2023 წლის სტიპენდიატი;