სოფიო მაჭარაშვილის წლების უკან დაწყებული პროფესიული კარიერა დღემდე განათლების სფეროს უკავშირდება. პროფესიით ექიმ-პედიატრი უნივერსიტეტის დასრულებისთანავე სამუშაოდ, მამის მიერ 1992 წელს დაფუძნებულ, პროფესიულ კოლეჯში წავიდა და ოჯახურ ბიზნესს განვითარების მეტი საშუალება მისცა. 2014 წლიდან კი დამოუკიდებლად საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა და დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებლის რანგში გვევლინება. როგორია სოფიო მაჭარაშვილის დამოუკიდებლად გაგრძელებული ოჯახური ბიზნესის ისტორია, რომელიც არ წასულა, დარჩა განათლებაში და დღეს თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს.
სოფიო მაჭარაშვილი - ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელი; ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;