188 მლნ ლარი გადახდილი გადასახადები, გუნდი 1900 თანამშრომლით, 23 რესტორანი 25 წელში და ვინ მოთვლის რამდენი ისტორია ამერიკული ბურგერის საქართველოში პირველად გამოჩენიდან დღემდე. მუდმივი ინოვაციის და მრავალწლიანი ერთგულების საიდუმლოს ყველაზე ცნობადი ბრენდის სიმბოლო ოქროსფერი თაღებით 90-იანების ნაცრისფერ თბილისში პირველად რუსთაველის გამზირზე 1991 წლის 5 თებერვალს გამოჩნდა. ცნობილი კადრები საუკუნის მეოთხედის წინ რთულია ასაკის მიუხედავად ვინმესთვის უცხო იყოს და არანაკლებ რთულია დათვალო ან გაზომო იმ თაობის წარმომადგენლების ემოციები დაბადების დღის გადახდა მაკდონალდში რომ დაიწყო. დღეს მსოფლიოში ამ თაობას გენზით მოიხსენიებენ და საქართველოსთვის ალბათ უფრო მაკდონალდსში დაბადების დღის აღმნიშვნელი თაობაც შეიძლება ერქვას. მსოფლიო ბრენდი რესტორნებს 120 ზე მეტ ქვეყანაში ფლობს, მაგრამ ამ მასშტაბშიც მოახერხა ქართულმა მაკდონალდსმა ამ წლებში საკუთარი სათქმელი ეთქვა და გემოვნური თვისებებით თუ არქიტექტორული ნამუშევრით თავი გამოეჩინა. ამ დროისთვის მაკდონალდსი ყოველწლიურად 31 ათას სტუმარს მასპინძლობს და მუდმივ ზრდა განვითარებასთან ერთად უცვლელი რჩება ხარისხი.