მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 წელი ქართული ბიზნესისთვის - პროკრედიტი ევროპული გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს

25 წელი ქართული ბიზნესისთვის - პროკრედიტი ევროპული გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს
06.11.24 13:34
613

გამჭვირვალობა და ღია კომუნიკაციის კულტურა, ინდივიდუალური საბანკო მომსახურება, სოციალური პასუხისმგებლობა და ბიზნესის განვითარების თანამედროვე ევროპული ხედვების დანერგვა - ეს იმ უპირატესობათა არასრული ჩამონათვალია, რაც პროკრედიტ ბანკს 25-წლიანი ოპერირების მანძილზე გამოარჩევს.

ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჰოლდინგის წევრია, რომელიც ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია. ჯგუფი აერთიანებს გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დღეს 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

პროკრედიტი საქართველოში 1999 წელს შემოვიდა და 25 წელია, აგრძელებს მთავარი სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მეწარმეებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაზიარებას. წლებია, პროკრედიტი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ახორციელებს ეკომეგობრულ ინვესტიციებს, რითაც ხელს უწყობს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალის განვითარებასა და დასავლური გამოცდილების დანერგვას გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებისთვის.

უფრო დეტალურად, რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რა შესაძლებლობებს სთავაზობს ახლა კომპანია მომხმარებლებს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამის შესახებ პროკრედიტ ბანკის საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი კარდენახლიშვილი საუბრობს:

  • 25-წლიანი ოპერირების პერიოდში რა მთავარი სერვისები და პროდუქტები დანერგეთ ბიზნესის მხარდასაჭერად?

განვლილი წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი და სერვისი მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება განვითარებასა და სწორი ინვესტიციების განხორციელებაში. ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები, მოკლევადიან პერიოდში მოგება მაქსიმუმამდე გავზარდოთ, პირიქით - გრძელვადიანი, სტაბილური ურთიერთობები ჩვენს მომხმარებლებთან არის ზუსტად ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც პროკრედიტს ბაზარზე გამოარჩევს.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი კლიენტებისთვის შეგვეთავაზებინა ფინანსური გარანტიები, რომელიც აღნიშნული პერიოდისთვის უპრეცედენტო იყო. მოვახერხეთ 100 მილიონი ევროს ინვესტირება, რამაც ბიზნესის განვითარებაში შეუწყო ხელი იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა არ შეეძლოთ. ვფიქრობ, ამ ტიპის ინვესტიციებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის განვითარებაში.

წლებია, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციები მწვანე მიმართულებით, რომლის პიონერებიც ვართ საქართველოში. ჯერ კიდევ 2012 წლიდან ჩვენი პორტფელის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ აღნიშნული მიმართულებაშია ინვესტირებული. ეკომეგობრული და მწვანე ინვესტიციები ბიზნესს ეხმარება, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დაზოგოს ხარჯები და შეამციროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

  • 25 წლის განმავლობაში პროკრედიტს არ შეუცვლია პრიორიტეტული მიმართულება - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. რა გამოწვევები იყო ქვეყანაში ამ მიმართულებით და როგორ არის დღეს ვითარება შეცვლილი?

პროკრედიტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კვალდაკვალ განვითარდა. წლების წინ მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად დავიწყეთ ზრდა იმ განსხვავებით, რომ პროკრედიტს ზურგს უმაგრებდა საერთაშორისო გამოცდილება, რამაც საშუალება მოგვცა, დაგვენერგა ისეთი სერვისები და მომსახურება, რომელიც იმ დროისთვის ბაზარზე ხელმისაწვდომი არ იყო.

რაც შეეხება გამოწვევებს, განვითარების საწყის ეტაპზე ბიზნესს უჭირდა გრძელვადიანი გათვლების გაკეთება, რაც მოგეხსენებათ ბანკისთვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ მომხმარებლებთან ერთად ვმუშაობდით, რათა განგვესაზღვრა, რა ტიპის ინვესტიციები იქნებოდა უფრო სასარგებლო როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია, იღებს საჭირო სერვისებს საბანკო სექტორიდან და ახერხებს გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ კი, როგორც გასული 25 წლის განმავლობაში, მის მხარდაჭერას კვლავ ვაგრძელებთ.

  • რა განგასხვავებთ კონკურენტებისგან და რა უპირატესობას ქმნის ბიზნესისთვის გერმანული თანადაფინანსების გაცემის შესაძლებლობა?

მთავარი განსხვავება ჯგუფის საერთაშორისო გამოცდილებაა. გზა, რომელიც პროკრედიტ ჯგუფმა გაიარა მათ შორის ევროპის ქვეყნებში, გვეხმარება სწორი ხედვებისა და მიზნების ჩამოყალიბებაში და შესაბამისად, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შექმნაში. ევროპული საბანკო ჯგუფის წევრობა, ქართულ ბიზნესებს ახალი საერთაშორისო ბიზნეს კავშირების დამყარებაში და ბაზრის შესაძლებლობების აღმოჩენაშიც ეხმარება. ამას ემსახურება, საერთაშორისო B2B სამიტები, რომლებიც პროკრედიტ ჯგუფში შემავალ ყველა ქვეყნის ბიზნესებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მათ შორის გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი, რაც ბაზარზე გამოგვარჩევს პერსონალური მომსახურების სერვისია: პროკრედიტის თითოეულ მომხმარებელს ჰყავს ინდივიდუალური საკონტაქტო პირი. ჩვენთვის ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია, მათი ბიზნესის ზომის მიუხედავად. შესაბამისად, მომხმარებელი გრძნობს, რომ საიმედო ხელშია და მისი ყველა საჭიროება დროულად დაკმაყოფილდება.

რაც შეეხება გერმანიის პროკრედიტთან ერთად თანადაფინანსების შესაძლებლობას, 2017-18 წლებიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, სასესხო პროდუქტები მიეღოთ სწორედ იმ ფასებში, რითაც ევროკავშირში არსებული ბიზნესები სარგებლობს. ეს მართლაც საკმაოდ მომხიბვლელი შეთავაზებაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტი მხოლოდ კონკრეტული სექტორებისთვის არის ხელმისაწვდომი და არსებობს გარკვეული თანხობრივი შეზღუდვებიც.

გერმანული თანადაფინანსების მიღებით ბიზნეს მომხმარებლებს აქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა, ანგარიში ჰქონდეთ გერმანულ ბანკში, რაც ეხმარებათ ხარჯების დაზოგვაში, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში ტრანზაქციები საკმაოდ იაფია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენს ნდობას კიდევ უფრო აძლიერებდა ის, რომ მხოლოდ საბანკო საქმიანობით შემოვიფარგლებით და ბიზნესის სხვა სექტორებში არ შევდივართ. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ჩვენ სამომავლოდაც მხოლოდ საბანკო ბიზნესით ვიქნებით დაინტერესებულები და ასე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობას.

  • რა შესაძლებლობებს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესსEU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი, რომელიც პროკრედიტის მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია?

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ინვესტიცია მწვანე ბიზნესში და აღებული სესხის გარკვეული პროცენტი დაიბრუნონ.

მაგალითად, თუ მზის პანელების საინსტალაციოდ ბიზნესმა - გამომუშავებული ენერგიის საკუთარ წარმოებაში გამოსაყენებლად - პროკრედიტისგან მიიღო დაფინანსება, ვერიფიცირების წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია დაიბრუნებს სესხის თანხის 10%-ს რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში. დაბრუნებული თანხა კლიენტებს ეხმარება უკუგების პერიოდის შემცირებაში და ინვესტიციაც უფრო ხარჯთეფექტური ხდება.

  • როგორც აღნიშნეთ, ბანკს ზურგს უმაგრებს ევროპული გამოცდილება, რომლის შემადგენელი ნაწილია მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევები არსებობს საქართველოში ბიზნესის მხრიდან ეკოლოგიაზე ზრუნვის თვალსაზრისით და რამდენად მნიშვნელოვანია შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირთან დაახლოებისთვის?

ვფიქრობ, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და წარმოების ეთიკური ხედვების დანერგვა ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. შესაბამისად ბანკი, რომელიც უკვე 25 წელია, მწვანე ეკონომიკის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს, ქვეყანას ახალ ეტაპებზე გადასვლაში ეხმარება. გარდა ამისა, ქართულ ბაზარზე ისეთი ევროპული ბანკის არსებობა, რომელიც დალისტულია ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე, მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ინვესტიციების შემოსვლისთვის.

რაც შეეხება ეკოლოგიურ გამოწვევებს, ორი მთავარი ფაქტორი უნდა გამოვყოთ: პირველი - გარემოზე ზემოქმედება და მეორე - ხარჯების შემცირება. გარემოზე უარყოფით ზემოქმედების შემცირება მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ხარჯების შემცირება კი პირდაპირ არის დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან, ენერგოეფექტური შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, რაც როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში საგრძნობ ფინანსურ შეღავათებს იძლევა.

  • საინტერესოა, როგორია პროკრედიტ ბანკის სამომავლო გეგმები და რა სიახლეებით გააგრძელებთ ოპერირებას?

25 წლის განმავლობაში პროკრედიტს სხვადასხვა პრიორიტეტი ჰქონდა. ბოლო 10-12 წელია მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს მიკრო ბიზნესის განვითარებას. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, ჩვენი მიდგომა გამართლებული იყო, რადგან დასაქმების ხელშეწყობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეიტანა დიდი წვლილი. ვგეგმავთ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით კვლავ მყარი პოზიციები გვქონდეს. ამასთანავე, კიდევ უფრო აქტიურად განვავითარებთ საცალო ვაჭრობისა და მიკრო ბიზნესის დაფინანსებისთვის საჭირო პროექტებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც ახლა პროკრედიტი ახორციელებს მეწარმე ქალების ხელშეწყობაა. შევქმენით გარკვეული პროდუქტები, რომლებიც ფინანსურ გარანტიებზეა ორიენტირებული და ხელს შეუწყობს ისეთ ქალ მეწარმეებს, რომელთაც აქამდე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ. პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ სასესხო ან ზოგად საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას. ვგეგმავთ, გვქონდეს ზოგადი საგანმანათლებლო მიმართულებაც, რაც ტრენინგებსა თუ საინფორმაციო შეხვედრებს გულისხმობს. სამომავლოდ გავაძლიერებთ ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და განვავითარებთ ახალ პროდუქტებსაც. გარდა ამისა, გარკვეული წინსვლა გვექნება ტექნოლოგიური მიმართულებითაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები