"$25000, ვინც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის!" - ამის შესახებ tv "პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.
რამდენიმე საათის წინ, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ tv პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს.
ამ დროისთვის ორივე მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.