მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2536 ავარია 5 თვეში - ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება

5b4b05cf6ebe1
სალომე ჭიპაშვილი
15.07.18 13:00
1451
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 5 თვეში, ავტოსაგზაო ავარიების რიცხვა 2 536 შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია. 11%-ითაა გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც და 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით 3 621 ადამიანი შეადგინა, გასული წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 3233 იყო. უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც შემცირდა დაღუპულთა რაოდენობა და 2018 წლის 5 თვის მონაცემებით 192 ადამიანი შეადგინა. შეგახსენებთ, გასული წლის პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა ძალაში, რომელთა თანახმად ამოქმედდა ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. კანონის გამკაცრების მიზეზად გზებზე ავარიებისა და ამის შედეგად დაღუპულთა მაღალი მაჩვენებელი დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები